რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8536 შემთხვევა დადასტურდა და 178 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლის შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 432 277 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 195 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 5215 კი - გარდაიცვალა.
ცნობისათვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge