დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ჩეხეთმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - სკანდალი გამოგონილი სკანდალის გამო 05.06.2020 21:50

ჩეხეთმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისინი ვალდებული არიან, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა. პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მიმდინარე წლის გაზაფხულზე მომხდარ სკანდალს. საქმე ეხება ჩეხეთში რუსი დიპლომატების მიერ ძლიერი ბიოტოქსინის, რიცინის შეტანას, რაზეც ჩეხური მედია დიდხანს წერდა. პრემიერის განცხადებით, ეს ფაქტი არ აღმოჩნდა რეალური და იგი ვიღაცამ მოიგონა. სავარაუდოდ, პრაღაში მომუშავე რუსმა დიპლომატებმა, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებისას ამგვარი ხერხებით ცდილობდნენ არასასურველი პერსონების ჩაძირვას. ბაბიში მიიჩნევს, რომ ამ შიდა დაპირისპირებამ რუსულ-ჩეხური ურთიერთობები დააზარალა.      

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ