დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"გვრცხვენოდეს! რას დავემსგავსეთ! რაღას წარმოვადგენთ?! და შემდეგ ვგოდებთ, როცა სადღაც უზარმაზარი ტრაგედია ტრიალდება..." 25.06.2020 12:10

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმისის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს ეხმაურება:

 

"როგორ გავსაზიზღრდით!!!


უფროსები უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვიქცევით!


როგორ ვეპყრობით ერთმანეთს!


როგორ ვაფრქვევთ აგრესიას!


როგორ ვდუღვართ პომპეის წამლეკავი ვულკანივით! ვიგინებით! ვილანძღებით! ვთათხავთ და ვკრულავთ ერთმანეთს! დავცინით და ვწიხლავთ წაქცეულს!....


ათას ჯანდაბას და დოზანას ვნერგავთ ნიადაგში და შემდეგ ლამის შევხარით აღმოცენებულ მახინჯ ნაყოფს!


სიძულვილი და აგრესია ადიდებული ვერესავით მოედინება საინფორმაციო საშულებებით - ტელევიზიებით, პორტალებით, ფეისბუქ სტატუსებსა და პოსტებს ''13 ტყვია უწყვიათ'' რიგში და სიძულვილისა და ზიზღს აფრქვევენ!


და აი შედეგიც - გაავებული, გაფსიხებული ახალგაზრდა თაობა, რომელიც მზადაა იცხოვროს ''კბილი კბილის წილ!''


გვრცხვენოდეს! რას დავემსგავსეთ! რაღას წარმოვადგენთ?! და შემდეგ ვგოდებთ, როცა სადღაც უზარმაზარი ტრაგედია ტრიალდება ... როცა სადღაც იქცევა ცა!


ჩვენ, დიდები ვართ დიდად პასუხისმგებლები ახალგაზრდების სულის დაგრეხასა და დაბრეცვაში!


კმარა ეს უსასრულო აგრესია და ეგზალტირება!!!


დავფიქრდეთ, რაოდენ ამაზრზენად ვიქცევით!!!!


როგორ გავსაზიზღრდით!!!



საუკუნო ნათელი 19 წლის გიორგის ...
გამძლეობა მიმადლოს უფალმა მის ოჯახს..."
- წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ