დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა 25.06.2020 16:02

სამთვიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, კერძოდ, 1 ივლისამდე კოშკში ლიფტები არ იფუნქციონირებს და შესაბამისად, მოქალაქეებს ფეხით ასვლა მოუწევთ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაპირველად ვიზიტორების შეზღუდული რაოდენობა დაიშვება. აღსანიშნავია, რომ მეორე სართულის ზემოთ კოშკი ჯერჯერობით ვიზიტორებისთვის ჩაკეტილი რჩება.

 

გარდა ამისა, 11 წელს ზემოთ ასაკის ყველა პირს პირბადის ტარება მოეთხოვება.

 

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო ეიფელის კოშკი მაისის შუა რიცხვებში დაიხურა. ეიფელის კოშკი ასე ხანგრძლივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაკეტილა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ