დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მსოფლიო რუსეთის თვალით 29.06.2020 12:17

ფრანგულ ჟურნალ „ლე პუან“-ის Le point») 25 ივნისის ნომერში გამოაქვეყნდა სტატია სათაურით „მსოფლიო რუსეთის თვალით“, რომელშიც გაანალიზებულია რუსული ხედვა დანარჩენ მსოფლიოს მიმართ, რელიგიის როლზე რუსეთის საგარეო პოლიტიკაში და ა.შ. (ავტორი - გაბრიელ ბუშო).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ევროპელები რუსეთის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკას თავისი არსით აგრესიულად თვლიან. აბა, სხვას რას უნდა ველოდოთ ჯერ იმპერიიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მემკვიდრისაგან? მაგრამ ეს ერთი შეხედვით. უკეთესად და უფრო ღრმად რომ გავერკვეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უყურებენ რუსები თავიანთ როლს მსოფლიოში: მათი მიზნები სრულიად განცხავავდება დასავლეთის მიზნებისაგან - ჩვენ ვამბობთ, რომ რუსები ექსპანსიონისტები და მიმტაცებლები არიან, რუსები კი გვპასუხობენ, თავდაცვით პოლიტიკას ვეწევითო. ომი საქართველოსთან? ეს მხოლოდ აფხაზი და ოსი უმცირესობების დაცვა იყო. ყირიმის ანექსია? ეს რუსეთის ხელისუფლების აღდგენა იყო რუსულ რეგიონში...


როგორ გავერკვეთ ამ გაუგებრობებში? ამაში პოლიტოლოგ გრეგორი კარლტონის მიერ ამ დღეებში [პარიზში] გამოცემული წიგნი „რუსეთი: ომების ისტორია“ დაგვეხმარება, რომელშიც ახსნილია რუსული საშინაო და საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი მომენტი.


როგორც მასშია აღნიშნული, ომი და რუსეთი ერთმანეთისაგან განუყოფელია. სხვა ეროვნულ სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რუსეთის საზღვრები მუდმივად იცვლებოდა როგორც გარეშე მტრების თავდასხმების, ასევე საკუთარი დაპყრობების კვალობაზე.


რუსული ისტორიოგრაფიისა და ხელოვნებაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსები, სხვა ხალხებისაგან განსხვავებით, რჩეული ხალხია. როცა საკუთარი ქვეყნის ისტორიას ეცნობიან, რუსები მასში თავიანთ „წმინდათაწმინდა ბედს, დანიშნულებას“ ხედავენ: რუსეთის წილად ხვდა, რომ ევროპა მონღოლთა გამადგურებელი შემოსევებისაგან დაეცვა, რუსეთის ბედი იყო ნაპოლეონის არმიის განადგურება და გერმანელ ნაცისტებზე გამარჯვება. მართალია, დიდი დანაკარგებით, მაგრამ ომი ხომ უმსხვერპლოდ არ არსებობს.


რუსეთის ბედი მხოლოდ ევროპის დაცვით არ ამოიწურება. რუსები ომით „ნამდვილ სარწმუნეობას“ - მართლმადიდებლობასაც იცავენ იმ ურწმუნო ერეტიკოსებისაგან, რომლებსაც მისი განადგურება სურთ. რუსეთის წარმოებულ ყველა ომში,საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი, რელიგიური არსი და „წმინდათაწმინდაობა“ შეინიშნება: „ალექსანდრე ნეველი, ტევტონთა ორდენზე ცნობილი გაьარჯვების შემდეგ წმინდანად შერაცხეს - ურწმუნოებზე ტრიუმფის გამო. საერთოდ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე დიდი სიამოვნებით ახდენს რუსი სამხედრო პირების კანონიზირებას... რუსეთის მიერ წარმოებული „წმიდათაწმინდა ომების“ იდეა ინერგება სახელმწიფოებრივ ღონისძიებებში, სამეცნიერო ნაშრომებში, ლიტერატურაში... იბეჭდება მრავალტომეულები ასეულ ათასიანი ტირაჟებით.


რუსული ეროვნული იდენტობა მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა - ევროპისადმი უნდობლობის პარალელურად.. „ზეციური მფარველობის“ მითების ფონზე, რაც რუსეთში ნაპოლეონზე გამარჯვებით დაიწყო, ევროპელებმაც, თავის მხრივ, რუსეთი ჰეგემონისტურ სახელმწიფოდ აღიქვეს. მე-19 საუკუნეში რუსების ხასიათის აღმნიშვნელად ფართოდ გავრცელდა შეფასება - გამძლეობა, სიმტკიცე, საფრთხისა და სიკვდილის უგულვებელყოფა. ეს გამოვლინდა ბოროდინოს ომის დროს, როცა მხოლოდ სამი კვადრატული კილომეტრის ფართობზე ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიხოცა.


დასავლეთისთვის რუსების ამგვარი დამოკიდებულება ისტორიისადმი გაუგებარია. რუსები ვლადიმერ პუტინს გმირად თვლიან, რომელმაც დასასრული დაუდო პოსტსაბჭოურ არასტაბილურობას (ბევრი 1990-იანი წლების მოვლენებს სამოქალაქო ომად თვლის). დღეს რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მიმდინარე კონფლიქტები ომის მითოლოგიის ნაწილად წარმოსახოს. სწორედ ამ შუქზე უნდა განვიხილოთ ყირიმის ოკუპაციაც: მაიდნის რევოლუცია მოსკოვში აღქმული იქნა როგორც დასავლეთის მდელობა რუსეთის დასუსტების მიზნით.


ომის მნიშვნელობა და ინტერესების დაცვა შესაძლებლობას გვაძლევს ავხსნათ რუსული ავანტიურიზმი საგარეო პოლიტიკაში - ალექსანდრე ნეველის, მიხეილ კუტუზოვისა და გიორგი ჟუკოვის კურსის გაგრძელება ხელისუფლებას პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება. ვლადიმერ პუტინმა ეს მშვენივრად გაიგო და შესაბამისად, მისი საგარეო პოლიტიკა მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, ეს ყველაფერი მაინც რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან ასეთმა მეომრულმა პოლიტიკამ შეიძლება არაკონტროლირებადი მოვლენების განვიტარება გამოიწვიოს. ასე მაგალითა, გავისხენოთ, რომ რუსეთის იმპერიის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ თვით მისი დაშლა გამოიწვია. მის ნანგრევებზე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რომელიც ასევე დაიშალა ავღანური ავანტიურის შედეგად... შესაძლოა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია რუს ხელისუფალთა მუდმივ ცდუნებასთან - გამოიყენონ საგარეო პოლიტიკა საშინაო პრობლემებისაგან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად.


წყარო: https://www.lepoint.fr/phebe/phebe-comment-les-russes-voient-leur-role-dans-le-monde-01-11-2018-2267817_3590.php

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ