დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"იცით თუ არა, რომ საგურამო ნაგავს მიაქვს და 15-16 წლის ბავშვები სტალინს ნატრობენ?" 01.07.2020 12:29

გიორგი იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"დღეს საგურამოში მომიწია გავლა, რამდენიმე წუთით ცენტრში გავჩერდი, ტაძართან.
ტაძართან ნაგავი ყრია, ტაძრის პირდაპირ ნაგვის ორი ბუნკერი დგას, ორივე გადავსებული.
"რაც ერი, ის ბერი" გამახსენდა, ოღონდ არც ილია ჭავჭავაძე და არც წმ. ილია მართალი, უბრალოდ, საშუალოსტატისტიკური ქართველი ამომრჩეველი და საშუალოსტატისტიკური ქართველი მღვდელი, რომლებსაც ნაგავთან პრობლემა არ აქვთ, რომლებიც ნაგავთან მშვიდობიანად თანაარსებობენ.
ნაგავს მიაქვს იქაურობა.
აქაურობაც.

ასე 15-16 წლის "კოკა-კოლიან" ბიჭს ვკითხე, ეს ნაგავი სულ ასე ყრია თუ დღეს მოხდა ასე-მეთქი.
სულ ასეაო, - მითხრა და სრულიად გამაოგნებელი რამ დასძინა: "სტალინი უნდა აქაურობას!!!"
•••••
ქართული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოკრძალებული ხიბლიდან გამომდინარე, მინდა დიმიტრი ხუნდაძეს ვკითხო:
იცით თუ არა, რომ
1. საგურამო ნაგავს მიაქვს;
2. 15-16 წლის ბავშვები სტალინს ნატრობენ," -
წერს იაკობაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ