დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"გურამდონაძიზმი ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ" - ჯაბა ხუბუა 04.07.2020 12:10

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გურამდონაძიზმი ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ:

რადგან შაირი იმად არის კარგი, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, მეც მოკლედ ვიტყვი:

ნაცკლასტერის მონა მედიაზონდერებო, თქვე კოლექტიურო გურამდონაძეებო, თქვენს მიერ მოჩმახულ სიბილწეში ნინო გიორგობიანივით სუფთა ადამიანის გარევა არ გამოგივათ.

არ გამოგივათ რა, არ გაგაყვანინებთ და ეგ არის.

კი, ნინო ჩემი მეგობარია. ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, გულიანი, სამართლიანი და ღირსების სამკაულით დამშვენებული ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

მე ვიცი, თქვენ რა მუცლის გვრემაცა გჭირთ. ძაღლის თავი იქ მარხია, რომ ბევრი სამთავრობო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელისაგან განსხვავებით, ნინო გიორგობიანი თქვენი ფარული მოკავშირე და პოლიტიკური თანამგრძნობი არ არის.

ეგ იცით და ეგ არის, რომ გაწრიალებთ.

გურამ დონაძე და გურამდონაძიზმი რომ გემშობლიურებათ და ნინო გიორგობიანი რომ ყელში გეჩხირებათ, ის ხალხი ხართ თქვენ, წუპაკო მამაძაღლებო.

და ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: დაგახრჩობთ ეგ ყელში გაჩხერილი ძვალი.

გაივლის წლები და საკუთარი სინდისის მიერ კედელთან დასახვრეტად მიყენებულნი გაიხსენებთ იმ დღეს, როცა პირველად მიირთვით ქაქი ნინოს წინაშე.

ეს არის და ეს!" - წერს ხუჯუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ