დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ბრაზილიის პრეზიდენტმა პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო 04.07.2020 13:47

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, კანონი ბრაზილიის მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ავალდებულებდა. ამასთან, კანონის მიხედვით, კომერციულ, სამრეწველო და რელიგიურ დაწესებულებებს საკუთარი დასაქმებულებისათვის პირბადეები უფასოდ უნდა დაერიგებინათ.

 

ბოლსონარუს თქმით, პარლამენტში წარდგენილი კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ შესაძლოა, ბრაზილიელები იმის გამოც კი დაეჯარიმებინათ, თუ პირბადეს სახლში არ ატარებენ.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევებისა და მსხვერპლის რაოდენობით ბრაზილია მე-2 ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა, 63 000-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ