დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ოკლაჰომის შტატის ნაწილი ინდიელთა ტერიტორიად მიიჩნია 10.07.2020 20:18

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ოკლაჰომის შტატის ნაწილი ინდიელთა ტერიტორიად მიიჩნია, რაც ადგილობრივი აბორიგენი ტომების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. გადაწყვეტილებას ხუთმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სადაც უმეტესობას ადგილობრივი ინდიელები წარმოადგენენ. ახლა ეს ტერიტორია ოფიციალურად ინდიელთა ხუთი ტომის - ჩიკასოს, ჩოკტოს, ჩეროკის, სემინოლოსა და მასკოგოს მიწაა. შტატის სახელი ოკლაჰომა ინდიელთა ენაზე „წითელ ხალხს“ ნიშნავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ