დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა მათი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს 12.07.2020 17:49

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სროლები ამ დროისთვისაც გრძელდება.

 

„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას“ , - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მათივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიღო დანაკარგი და უკან დაიხია.

 

სომხეთის მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ