დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები „უაზ“-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას“ 12.07.2020 19:43

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, „უაზ“-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. „ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს.

 

„სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის“, - წერს თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ