დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ევროკავშირის ქვეყნები მოუწოდებენ თურქეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადახედოს აია-სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას 13.07.2020 20:28

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ აია-სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებზე გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანი საკითხი იყო აია-სოფიას ტაძარი. საბჭომ დაგმო თურქეთის გადაწყვეტილება ასეთი ღირსშესანიშნაობის მეჩეთად გადაქცევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენ ძალისხმევაზე დიალოგთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორელიმ. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს იდეას, მოუწოდონ თურქეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

 

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ