დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"პანდემია დაჩქარებული ტემპით განაგრძობს ზრდას" - ჯანმო-ს ხელმძღვანელი 27.07.2020 15:51

მარტივად რომ ვთქვათ, „კოვიდ-19“ ყველაზე სასტიკი გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოდესმე გამოუცხადებია, - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, პანდემია დაჩქარებული ტემპით ზრდას განაგრძობს.

 

„პანდემია დაჩქარებული ტემპით ზრდას განაგრძობს. ბოლო 6 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა გაორმაგდა,“- აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

ჯანმო-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის 16 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 640 000 ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ