დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"რჩევა ხელისუფლებას: აღიარონ, რომ შაქარაშვილის საქმის პირველ ეტაპზე გამოძიება მოიკოჭლებდა და ვიღაცა დაისაჯოს" 29.07.2020 12:06

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 


"არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს. უფრო პირიქით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სისტემის ფსკერზე ვიღაცამ რაღაც "მოისაქმა" და ახლა უკვე ჭირს გასუფთავება ისე, რომ სისტემა სრულად არ აქოთდეს.


მიმდინარე გეგმა, რომ ხელი შეახოცონ ოპოზიციურ მედიას და ამით "მოაყომარონ" ყველაფერი, არ იმუშავებს.


რჩევა ხელისუფლებას:


აღიარონ, რომ პირველ ეტაპზე გამოძიება მოიკოჭლებდა და გამოძიებიდან და ექსპერტიზიდან ვიღაცა დაისაჯოს. გულგრილობისთვის, თუ ბოროტად გამოყენებისთვის, ეს უნდა დადგინდეს.


პოლიტიკურად ეს სწორი გზაა, თუ უკვე საბოლიოდ არ არიან სისტემის მძევლად ქცეულები." - წერს ხუხაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ