დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა“ - ლიდია ერმოშინა 09.08.2020 16:09

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, – ამ განცხადებას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აკეთებს. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას განცხადებით, აქტივობამ ქვეყნის ყველა რეგიონში, დედაქალაქის გარდა, 60 პროცენტს გადააჭარბა. მინსკში აქტივობა ჯერჯერობით 53 პროცენტია. მისი თქმით, საჩივრები, რომლებიც დამკვირვებლებმა ზოგიერთ უბანში წარმოადგინეს, ერთი ტიპის არის. თუმცა, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დარღვევებზეა საუბარი. ერმოშინას განცხადებით, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ საჩივრებს ერთი და იგივე დამკვირვებლები აფიქსირებენ. 

 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.გამარჯვების შემთხვევაში, ის პოსტს მეექვსე ვადით დაიკავებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ