დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში! გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ“ 14.08.2020 22:03

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საპროტესტო აქციებს საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ჩასული პირები მართავენ. ამის შესახებ განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ბელარუსში არჩევნების შემდეგ მიმდინარე აქციების საკითხი განიხილებოდა. „არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში! გაიგეთ, რომ თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. დღეს უნდა ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, ღია რუსეთიდან, ნავალნისგან და ასე შემდეგ. უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, „ის გულზეხელდაკრეფილი ვერ იჯდება, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ“. „უნდა გავჩერდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ და დავწყნარდეთ. უნდა მოგვცეთ საშუალება, ქვეყანაში სიტუაცია დავალაგოთ, უნდა გავუმკლავდეთ მათ, ვინც აქ ჩამოვიდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ