დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„კატეგორიულად ვგმობ სამხედრო დონის ნერვული აგენტის გამოყენებას“ - იენს სტოლტენბერგი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხს ეხმაურება 02.09.2020 22:15

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ შესაძლო მოწამვლის საკითხს ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

 

„გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის მსხვერპლია. მე კატეგორიულად ვგმობ სამხედრო დონის ნერვული აგენტის გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო გადაუდებელს ხდის რუსეთის მიერ სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. ჩვენ კონსულტაციას გავივლით გერმანიასა და ნატო-ს ყველა მოკავშირესთან შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ