დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ ის „ნოვიჩოკით“ არ ყოფილა მოწამლული“ 07.09.2020 20:04

რუსი ოპოზციონერი ალექსეი ნავალნის ხელოვნური კომიდან გამოყვანას ეხმაურება მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელი ლეონიდ რინკი. მისი თქმით, ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ მისი მოწამვლის შემთხვევაში „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტრი“ იუწყება.

 

„მე გამოვრიცხავ მის მოწამვლას, რადგან სიმპტომები არ გააჩნია. რომ გამოყენებულიყო სასიკვდილო დოზის 400-ჯერ ნაკლები კონცენტრაციაც კი, ის კომიდან გამოვიდოდა, მაგრამ მიოზი (გუგების შევიწროება) მაინც ექნებოდა. აქ კი მსგავსი სიმპტომები არ არის“ , - განაცხადა რინკმა.მისი თქმით, „ნოვიჩოკი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღი ჩაენაცვლებინა და გააჩნია 100 %-იანი ლეტალობა. რინკის თქმით, გამოდის, რომ ეს „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა.

 

ცნობისთვის, ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს , - ამის შესახებ „როიტერი“იუწყება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ