დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„ეს ისეთი გარღვევებია საგარეო-პოლიტიკურ ველზე, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს - ტრამპი ამის გამო ნობელის პრემიაზე წარადგინეს“ 13.09.2020 17:54

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

დღეს თეთრ სახლში ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელსა და ბაჰრეინს შორის. ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, რომლის შემდეგ პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა ტელ-ავივსა და აბუ დაბის შორის. ასევე ხელი მოეწერა კოსოვოს და სერბეთს შორის სამშვიდობო მორატორიუმს. ეს ისეთი გარღვევებია საგარეო-პოლიტიკურ ველზე, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვს. ამერიკის პრეზიდენტი ამის გამო მშვიდობის სფეროში ნობელის პრემიაზე წარადგინეს ნორვეგიაშიც და შვედეთშიც.


2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელ ებრაელთა ხმების 71% ჰილარი კლინტონმა ანუ დემოკრატებმა მიიღეს, ხოლო ტრამპმა მხოლოდ 23%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ხოლო რამათა-გოლანის მაღლობები(ფორმალურად სირიის ტერიტორია იყო, რომელსაც ისრაელი აკონტროლებდა) ისრაელის ტერიტორიად, ადვილი მისახვედრია, რომ 6 მილიონი ამერიკელი ებრაელის ხმებიდან ტრამპი აუცილებლად გაზრდის თავის მომხრეებს.

 

ასევე: 2016 წელს ტრამპმა შავკანიანების(სულ 40 მლნ) მხოლოდ 8% მიიღო, ხოლო "დემოკრატიის ინსტიტუტის" ბოლო კვლევით, შავკანიანების 19% დღეს ტრამპისკენაა. სიამოვნებით მინდა მივულოცო სახელმწიფო ისარელს, რომელმაც ათწლეულების შემდეგ შეძლო გაერღვია ის პატური სიტუაცია, რაც რეგიონში ჰქონდა. მათ ეს შეძლეს ჭკვიანური, გეგმაზომიერი, თავდაუზოგავი მუშაობით, რაც მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს ეფუძნებოდა. საერთოდ ვთვლი, რომ ისრაელი და ებრაელი ხალხი არის საუკეთესო მაგალითი და იდეალური პროექტი საქართველოსთვის. ისრაელი ახერხებს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ: იყოს დასავლეთის მოკავშირე და ყური არ უგდოს დასავლეთის რჩევებს, თუ ეს რჩევა მის ეროვნულ ინტერესს არ შეესაბამება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ