დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ნავალნის მოწამვლის ფაქტი საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს 14.09.2020 14:02

 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნისნოვიჩოკისმსგავსი ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტი საფრანგეთისა და შვედეთის სპეციალურმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვაახლებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს. შემდგომ, მოქმედებებთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ახლო კონტაქტში ვიმყოფებით,“- განაცხადა ზიბერტმა.

 

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი,  20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მოათავსეს.  22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ