ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე ახალი ტიპის იარაღი ვთხოვე,“- განაცხადა ლუკაშენკომ, თუმცა, არ დააკონკრეტა, რა ტიპის იარაღზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ორშაბათს სოჭში გაიმართა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge