დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"საქართველო მწვანე ზონაში რჩება“- მარინა ეზუგბაია 21.09.2020 11:58

 

 

„საქართველო მწვანე ზონაში რჩება“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, დაინფიცირებულთა დღიური რიცხვი 152-დან 196-ს შორის მერყეობს.

 

„მონაცემები არ იზრდება. ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი და დღეს, როგორც ვიცი ეს რიცხვი გაორმაგებულია.  ამ მონაცემებით, საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება. ცხელ წერტილად ისევ აჭარა რჩება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რისი შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი  გარდაიცვალა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ