დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში პრემიის გადაცემის ცერემონიის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო 22.09.2020 20:25

ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში პრემიის გადაცემის ცერემონიის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

 

„წელს ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონაია, რომელიც სტოკჰოლმის ფილარმონიაში უნდა გამართულიყო, რასაც ტრადიციული საზეიმო ღონისძიება მოჰყვებოდა რატუშაში, გადადებულია. ამის ნაცვლად, ორგანიზებული იქნება პირდაპირი ტრანსლაცია რატუშადან და ონლაინ ჩართვები, რომელთა დროსაც მოხდება დიპლომებისა და მედლების გადაცემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონია ყოველ წელს სტოკჰოლმმში 10 დეკემბერს იმართება, რომლის დროსაც პრემიის ლაურეატებს ჯილდოს უშუალოდ შვედეთის მეფე გადასცემს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ