დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ჰელსინკიში ძაღლებს COVID-19-ის გამოვლენა ასწავლეს 24.09.2020 17:17

 

ჰელსინკის აეროპორტში ძაღლები მგზავრებს კორონავირუსზე სუნით შეამოწმებენ, ცხოველებს ვირუსის ამოცნობა სატესტო ხელსახოცებით ასწავლეს - წერს  The New York Times

პირველ რიგში, შეამოწმებენ მგზავრებს, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ.

ადამიანებს სთხოვენ, ხელსახოცით კანი გაიწმინდონ. შემდეგ მას სპეციალურ ჭურჭელში აგდებენ და ძაღლს აჩვენებენ. ის ხელსახოცს ყნოსავს და ადგენს, აქვს თუ არა მგზავრს COVID-19.

დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანს საინფორმაციო-სამედიცინო პუნქტში აგზავნიან, სადაც ის შემდგომ ინსტრუქციებს იღებს.

ექსპერიმენტი ძაღლების გამოყენებით 4 თვე გაგრძელდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ