დიდი ბრიტანეთი, შეერთებულ შტატებსა და კანადასთან კოორდინაციით, ბელარუსის წინააღმდეგ „მაგნიტსკის სანქციებს“ ამზადებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.
„ლუკაშენკოს თაღლითური ინაუგურაციის გათვალისწინებით, მივმართე საგარეო ოფისის სანქციების გუნდს, მოამზადონ „მაგნიტსკის სანქციები“ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები”, - აღნიშნა რააბმა პარლამენტში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, განხილვა „პოტენციური ინდივიდების მთელი სპექტრის“ შესახებ მიმდინარეობს, თუმცა მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი მზად იყო ბელარუსის სანქციებზე ევროკავშირთან ემუშავა, თუმცა ევროკავშირის გეგმა კვიპროსმა დაბლოკა.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge