დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლა 11.10.2020 14:36

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში, სომხეთი უხეშად არღვევს ჟენევის 1949 წლის კონვენციის ნორმებსა და პრინციპებს. სომხეთის სამხედრო ძალებმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, ხოლო ხუთი დაიღუპა. თავის მხრივ, სომხეთი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ