დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბელარუსს, შესაძლოა, არ მისცენ საკუთარი დროშით გამოსვლის უფლება 14.10.2020 20:50

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, გამოიძიებენ იმ ბელარუსი სპორტსმენების პროტესტის მიზეზს, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკოს კიდევ ერთხელ არჩევის გამო. ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფრთხილა ბელარუსი, რომ ქვეყანა შეიძლება მკაცრად დაისაჯოს გამოძიების შედეგების მიხედვით. ბელარუსს, შესაძლოა, არ მისცენ საკუთარი დროშით გამოსვლის უფლება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. დროშის აკრძალვა შედის იმ სანქციების რიცხვში, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის, თუ გადაწყდება, რომ ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელსაც ლუკაშენკო ხელმძღვანელობს, ოლიმპიური ქარტია დაარღვია.

 

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პირობა დადო, რომ დაიცავს ბელარუს სპორტსმენებს იმ შემთხვევაშიც, თუ ორგანიზაციის აღმასკომი გადაწყვეტს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დასჯას. ასეა თუ ისე, ათლეტები შეძლებენ 2021 წელს თამაშებზე გამოსვლას ნეიტრალური დროშით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ