დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსეთის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთება გამოთქვა 14.10.2020 21:15

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. რუსეთისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი, როგორც მინსკის ჯგუფის წევრი სახელმწიფო, კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განსამუხტად.

 

შეგახსენებთ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახლო აღმოსავლეთის მებრძოლების მონაწილეობის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი აკეთებს. მანამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უცხოელი მებრძოლების ჩაყვანაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ