Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 39 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
მათივე ცნობით, კოვიდ 19-სგან 29 378 743 ადამიანი განიკურნა, 1 102 941 კი - გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული ამერიკის შეერთებულ შტატებშია, აშშ-ში კოვიდ 19-ის 8 216 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 370 468 ინფიცირებულით, მესამეზე - ბრაზილია, 5 170 996 დაავადებულით.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge