დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პარიზთან ახლოს, მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა, თავი მოჰკვეთეს 16.10.2020 22:44

პარიზთან ახლოს მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში მოჰკვეთეს თავი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. შემთხვევის ადგილას პოლიციამ უსაფრთხოების პერიმეტრი შექმნა და ადგილობრივებს მოუწოდა, ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, რომელსაც თავდაპირველად ყელის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა. თავდასხმის მიზეზი მასწავლებლის მოქმედება იყო, რომელმაც სიტყვის თავისუფლების ეგიდით, მოსწავლეებს წმინდა მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელი ერთ-ერთი ალჟირელი მოსწავლის მშობელი იყო. თვითმხილველებმა გაიგონეს, რომ თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ