დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ილჰამ ალიევი - ისმის კითხვა: ვინ ამარაგებს სომხეთს იარაღით? 17.10.2020 12:56

ჩვენ სომხეთის სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი დიდწილად გავანადგურეთ. თუმცა, ისმის კითხვა, საიდან მოვიდა სომხეთში ამდენი იარაღი და აღჭურვილობა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც დღეს საზოგადოებას მიმართა.

 

მისივე თქმით, სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა და საინტერესოა, რა ფულით ყიდულობს ის იარაღს.

 

„სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ყველასთვის ცნობილია. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტიც ცნობილია. სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა. მისი საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60-70%-ს შეადგენს. რა ფულით ყიდულობს ის იარაღსა და მანქანებს? იმ ტექნიკის ღირებულება, რაც გავანადგურეთ და ხელში ჩავიგდეთ, 2 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ისმის კითხვა: ვინ ამარაგებს მათ იარაღით?“- განაცხადა ალიევმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ