დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

აზერბაიჯანმა და სომხეთმა 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 17.10.2020 22:26

 აზერბაიჯანმა და სომხეთმა 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ჰუმანიტარული მოსაზრებით. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

”სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა შეთანხმდნენ ჰუმანიტარული ზავის შესახებ, ადგილობრივი დროით 00.00 საათზე, 18 ოქტომბერის ღამით”, - ნათქვამია განცხადებაში. რია ნოვოსტის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა ჰუმანიტარული ზავის ამოქმედების ფაქტი.

 

შგახსენებთ, რომ ახლახან რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა,  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს დაეთმო.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ