დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ნიკოლ პაშინიანის გადადგომა დროის საკითხია!“ 18.10.2020 00:48

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ რეალურ ვარიანტს, რომლითაც ნიკოლ პაშინიანი შეინარჩუნებს პრემიერის პოზიციას! მისი გადადგომა დროის საკითხია. კრემლი დემონსტრაციულად არ ერევა კონფლიქტის მსვლელობაში ჯერ-ჯერობით. აზერბაიჯანული არმია მეთოდურად წინ მიიწევს. პაშინიანის მრავალვექტორული პოლიტიკის სანაცვლოდ მოსკოვმა ბაქოს "მწვანე შუქი" აუნთო.



ორი მთავარი საკითხი:
1) ჩააქრობს თუ არა "მწვანე შუქს" კრემლი პაშინიანის გადადგომის შემთხვევაში?!

2) შეეცდება თუ არა ანკარა ტერიტორიების გაცვლის საკითხი დააყენოს ისე, რომ აზერბაიჯანმა ნახჭევანზე პირდაპირი გასასვლელი მიიღოს ანუ "მატერიკული" აზერბაიჯანი პირდაპირ დაუმეზობლდეს თურქეთს?!

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ