აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ხუდაფერინის ხიდზე აზერბაიჯანის დროშა არმართეს.
"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმართეს აზერბაიჯანის დროშა ხუდაფერინის უძველეს ხიდზე. გაუმარჯოს აზერბაიჯანელ ხალხს! ყარაბაღი აზერბაიჯანია!",- წერს ალიევი "ტვიტერზე".
ინფორმაციისთვის, ხიდი ჯებრაილის რაიონში მდებარეობს. ხიდს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge