დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სერგი კაპანაძე - არჩევნების 2 დღეზე გაწერა ხელისუფლებას მანიპულირების შესაძლებლობას მისცემს 19.10.2020 17:26

ინიციატივა შინაარსობრივად კარგია, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს, - ასე გამოეხმაურა  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ალეკო ელისაშვილის ინიციატივას.

 

როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, ორდღიან პერიოდში შესაძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბოს.

 

„არამგონია გვაწყობდეს, მთავრობისთვის დამატებითი მანიპულაციის მიცემის საშუალება ღამის საათებში. ორ დღეში კი შესაძლებელია გაყალბდეს, ჩაიყაროს და შეიცვალოს ბიულეტინები. ღამე თუ უნდა დაითვალონ ხმები „ქართული ოცნების“ ცენტრში, ეგ იდეა არ მომწონს.

 

ახლა უზრუნველყოფილი მაინც არის ამომრჩევლის ხმების უსაფრთხოება კომისიისა და დამკვირვებელის საშუალებით.

 

ჩვენ, ადრე დაჟინებით მოვთხოვეთ მთავრობას, რომ უბნები გაეზარდათ, თუნდაც ორჯერ. შესაბამისად ამომრჩეველთა მისვლის რაოდენობა ერთ უბანზე შემცირდებოდა. რა თქმა უნდა, მთავრობამ არ გაითვალისწინა ეს ინიციატივა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ