ჯამურად, იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი - $2.4 მილიარდი (14.9%-ით ნაკლები), იმპორტი კი $5.7 მილიარდი იყო (15.9%-ით ნაკლები). ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი - $355 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი ჩინეთში გავიდა. წლიურ ჭრილში ექსპორტის ზრდა 184%-ია.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტი $370 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა კორონავირუსის კრიზისის გამო, რუსეთში ექსპორტი 17%-ით არის შემცირებული. რუსეთის გარდა, ექსპორტი შემცირებულია ისეთ ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი. ჯამურად, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ბაზარზე ასეთი ტენდენციაა:
საქსტატის ანგარშიდან ირკვევა, რომ ჩინეთში ექსპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სპილენძის მადნების და კონცეტრატების ექსპორტის გასამმაგება იყო. იანვარ-სექტემბერში, ჯამურად, ჩინეთში ექსპორტზე $298 მილიონის ღირებულების 203 ათასი ტონა სპილენძის მადნები გავიდა.
მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტია, რამაც $26 მილიონი დოლარი შადგინა, მესამეზე კი $9.5 მილიონი დოლარით ქართული ღვინის ექსპორტია.
წყარო: ბიზნესმედია
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge