დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა“- ასე შეაფასა ტრამპმა აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი 20.10.2020 09:26

 

„ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“- ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელზე ენტონი ფაუჩზე გააკეთა.


მისი თქმით, ამერიკელები დაიღალნენ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით და კორონავირუსით.

 

ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, ენტონი ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება  არ გაკვირვებია, რადგან ტრამპი სოციალურ დისტანცი არ იცავს  და პირბადესაც არ ატარებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ