დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

მაიკ პომპეო - აშშ ანტიისრაელურ კამპანიას, „ბოიკოტი, აკრძალვა და სანქციები“, ანტისემიტურ კამპანიად შეაფასებს 19.11.2020 14:54

შეერთებული შტატები ანტიისრაელურ კამპანიას „ბოიკოტი, აკრძალვა და სანქციები“ (BDS) "ანტისემიტურ" კამპანიად შეაფასებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ვაშინგტონი ” გლობალურ ანტიისრაელურ კამპანიას, BDS -ს, შეაფასებს, როგორც ანტისემიტურს. ჩვენი სურვილია, ყველა იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომელიც BDS-ს კიბოდ აღიარებს,“- აღნიშნა მაიკ პომპეომ.

 

ცნობისათვის, „ბოიკოტი, აკრძალვა და სანქციები“ (BDS) არის ანტიისრაელური კამპანია, რომლის მიზანი პალესტინის მიმართ ისრაელის დამოკიდებულების გამო მისი იზოლირებაა. კერძოდ, მოძრაობა მოუწოდებს ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ბიზნესს, აკადემიურ და კულტურულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ისრაელთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვთ.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელს სტუმრობს, სადაც ის საქართველოდან ჩავიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ