დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ არსებობდა „თაღლითობის ცენტრალიზებული გეგმა“ 19.11.2020 23:16

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების გუნდის ხელმძღვანელის, რუდი ჯულიანის თქმით, მათ ჩაატარეს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მათ შეაგროვეს არაერთი მტკიცებულება, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თაღლითობას ჰქონდა ადგილი. ჯულიანის თქით, გამოძიების შედეგად მათ დაადგინეს, რომ საარჩევნო თაღლითობას ადგილი ჰქონდა არა ერთ კონკრეტულ შტატში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ არსებობდა „თაღლითობის ცენტრალიზებული გეგმა“.

 

„ეს სქემა მეორდება ბევრ შტატში, ეს იდენტური სქემაა, რომლის არსებობაც საფუძველს აძლევს ნებისმიერ გამომძიებელს, ან პროკურორს ივარაუდოს, რომ არსებობს გეგმა“, – განაცხადა რუდი ჯულიანიმ. ტრამპის იურისტების გუნდის ხელმძღვანელის თქმით, მას შეგროვებული აქვს არჩევნებზე თაღლითობის დამამტკიცებელი არაერთი წერილობითი ჩვენება. ამასთან, ტრამპის ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. რადგან ამ შტატში ხელისუფლება ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენებზე დაფიქსირებული ხელმოწერების ავთენტურობას არ ამოწმებს. „ეს პროცესი არაფერს იძლევა, რადგან ჯორჯიის შტატში ყალბ ბიულეტენებს ითვლიან“, – განაცხადა ჯულიანიმ. მისივე თქმით, პენსილვანიის შტატში ფოსტით მიღებული 700 000 ბიულეტენი არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, რადგან მათი სათანადო შემოწმება არ მომხდარა. 

 

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იმარჯვებს. აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დამარცხება ჯერ არ უღიარებია. ის ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ