დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა და ველი თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას“ 22.11.2020 14:07

უცხოური მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებს განუცხადა, რომ მათთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას ელოდება. გამოცემა „გარდიანმა“ დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვის ჩანაწერი მოიპოვა. „დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა და ველი თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ტარდება. მთავარი განხილვის საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემია და ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის გეგმის დეტალებია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ