დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

დიეგო მარადონას ცხედარი ბუენოს-აირესში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს 26.11.2020 12:02

არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ცხედარი ბუენოს-აირესში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს. ამის შესახებ გამოცემა ADNSUR ავრცელებს.

 

დამშვიდობების ცერემონიის გამართვის ადგილას ფეხბურთელის ახლობლები უკვე მივიდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე) დაიწყება და ყველა მსურველისთვის ღია იქნება.

 

სასახლის წინა მოედანზე ლეგენდარულ ფეხბურთელთან დასამშვიდობებლად ასობით გულშემატკივარი უკვე შეიკრიბა. მარადონას პატივსაცემად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალი აქციები გაიმართა.

 

არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ავტორ(ებ)ი : ADNSUR

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ