დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება 26.11.2020 16:03

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

 

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს 2021 წლისათვის ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და ასევე, ტურისტული სექტორისთვის 4-თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტში ასახვას საჭიროებს სუბსიდირებისა და დახმარებებს თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის დროული განხილვა და მიღება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ