დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ალექსეი ნავალნი ევროკავშირს პუტინის გარშემო მყოფი კრიმინალებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს 27.11.2020 17:43

ალექსეი ნავალნი ევროკავშირს ვლადიმერ პუტინის გარშემო მყოფი კრიმინალებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

ნავალნის თქმით, ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობაზე აკრძალვას რუსეთი სერიოზულად მანამდე არ აღიქვამს, ვიდრე ეს სანქიცები ყველაზე მდიდარ ოლიგარქებსაც არ შეეხება.

 

„რუსი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ევროპა ამ საკითხზე ჩუმად არ იქნება. მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც მოწამლავენ ან მოკლავენ“,- განაცხადა ნავალნიმ.

 

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ