დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გენერალი ფლინი ტრამპის პირადი დაზვერვის ჯგუფს ჩაუდგა სათავეში 30.11.2020 22:38

ირაკლი გოგავას პოსტი:

არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის პირადი დაზვერვის ჯგუფს სათავეში კვლავ გენერალი მაიკლ ფლინი ჩაუდგა. გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსია, რომელიც ტრამპმა 2017 წელს დანიშნა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად, რასაც მოყვა Deep State-ის მიერ მისი სამართლებლივი დევნა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა ის შეიწყალა. გენერალი ფლინი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პენტაგონის 111-ე სამხედრო დაზვერვის ბრიგადას, რომლის მეტსახელია KRAKEN. ამ ბრიგადის განკარგულებაშია გლობალური კიბერ ომის წარმოების სპეციალური პროგრამა "კრაკენი". კრაკენი მითოლოგიური ურჩხულია დიდი საცეცებით, რომელიც ბრიგადის ღერბზეა გამოსახული. სავარაუდოდ ამას გულისხმობდა ტრამპის მხარის ადვოკატი სიდნი პაუელი, როდესაც აცხადებდა, რომ "ჩვენ გამოვუშვებთ კრაკენს". სიდნი პაუელი მაიკლ ფლინის ადვოკატიც არის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ