დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ყირგიზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, სადირ ჯაპაროვი ლიდერობს 11.01.2021 00:29

ყირგიზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, სადირ ჯაპაროვი ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 96,44 პროცენტის დათვლის შემდეგ, ჯაპაროვმა ხმების 79,18 პროცენტი მიიღო.

 

ყირგიზეთში დღეს ქვეყნის მმართველობის ფორმის ასარჩევად რეფერენდუმიც ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 95,96 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქალაქეთა 81,29 პროცენტმა მხარი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუჭირა. მმართველობის საპარლამენტო ფორმამ ამომრჩეველთა ხმების 10,85 პროცენტი მიიღო, ხოლო ორივე ფორმის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია მოქალაქეების 4,43 პროცენტმა დააფიქსირა.

 

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3 563 574 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 17 კანდიდატი მონაწილეობდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ