დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მამუკა არეშიძე - ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლით პასუხისმგებლობის არ იცილებს 11.01.2021 12:28

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან ახლა წასვლა პასუხისმგებლობის აცილებას ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან ხელისუფლებაში მოსული პარტია  მისი შექმნილია - აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან’’  საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.

 

,,რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მაინცდამაინც ახლა, როდესაც ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს არ უკავშირდება პასუხისმგებლობის აცილებას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა მისი შექმნილია და შესაბამისად, მასთან ასოცირდება, იქნება ის პოლიტიკაში თუ არა“, - ამბობს არეშიძე არეშიძე.

 

ექსპერტი  აღნიშნავს იმასაც, რომ ივანიშვილის ფსიქოტიპიდან გამომდინარე გამორიცხულია, რომ მან სახელმწიფო და პარტია კულუარებიდან მართოს. ,,მისი ტიპაჟიდან გამომდინარე, რუხი კარდინალის მანტიის მორგება აბსოლუტურად გამორიცხულია. არ გამოვრიცხავ, რომ ის თავად ჩაუდგეს საკუთარ პარტიას ოპოზიციაში,  მაგრამ ახლა, ამ რთულ პერიოდში ივანიშვილი ამას არ იზამს, მერე ვნახოთ, გამორიცხული არაფერია“, -  ამბობს პოლიტოლოგი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ