დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს 11.01.2021 14:20

პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

 

"ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს:

 

დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები);▹ ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა);▹ ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება;

 

პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა;

 

მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა NATO-ს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში);

 

სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა),"- წერს არჩილ თალაკვაძე.

 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ