წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ტრამპს „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ, რაც დაკავშირებულია მის როლზე იმ არეულობაში, რომელიც გასულ კვირას კაპიტოლიუმში დაფიქსირდა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას წარმომადგენლობითი პალატა მიმდინარე კვირის ბოლოს უყრის კენჭს. დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge