აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, აშშ-ის შტატებში დიდი აჯანყება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ინფორმაცია მიიღო შეიარაღებული ჯგუფის შესახებ, რომელიც 16 იანვარს ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებს. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თუ კონგრესი აშშ-ის პრეზიდენტის 25-ე შესწორებით გადაყენებას შეეცდება, დიდი აჯანყების მოწყობა იგეგემება. გარდა ამისა, 16 იანვრიდან 20 იანვრამდე აშშ-ის ყველა შტატში შეიარაღებული პროტესტის გამართვა იგეგმება.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge