გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „კონსერვატიული პარტიის“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნება ქვეყანაში აპრილის დასაწყისამდე იქნება საჭირო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild–ი შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თუ ამ ბრიტანული ვირუსის შეჩერებას ვერ მოვახერხებთ, აღდგომისთვის 10-ჯერ მეტი შემთხვევა გვექნება. მკაცრი ზომები კიდევ 8 -10 კვირით გვჭირდება", - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი. 4 იანვარს ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი